Top

თელავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

თელავში ევროკავშირის წარმომადგენლობამ „ევროპის დღე“ აღნიშნა

16 ივნისს, თელავში, ნადიკვარის პარკში, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, „ევროპის დღე“ აღნიშნა. სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობით, თელაველებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირში მოგზაურობის, სასწავლო პროგრამებისა და ევროკავშირის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ.

თავისი საინფორმაციო კუთხით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იურიდიული დახმარების სამსახურიც, რომელიც ჩართულია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ პროექტში „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“.

იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს კონსულტანტი, მერი ხაჩიძე, ღონისძიების სტუმრებს აცნობდა სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო საადვოკატო მომსახურებით სარგებლობის პირობებს და ურიგებდა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე შედგენილ ბროშურებს.

„ევროპის დღის“ აღნიშვნა საზეიმო კონცერტით დასრულდა.