Top

ხაშურის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

ჩორჩანაში მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა

14 ივნისს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი და ხაშურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი მანანა გელაშვილი შეხვდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში მცხოვრებ მოქალაქეებს. ჩორჩანა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელია და მის მოსახლეობაზე, განსაკუთრებით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და მასში მონაწილეობდნენ შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, სახელმწიფო ზრუნვისა და   ტრეფიკინგის,   მსხვერპლთა   დახმარების   სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული საბჭოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უფასო იურიდიული დახმარების მიღების კრიტერიუმებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსზე.

მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას იურისტებმა ამომწურავად უპასუხეს.