Top

მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოფელ ბოლნისსა და ტალავერში საინფორმაციო კამპანია გაგრძელდა

29 ივნისს, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ეთნიკური უმცირესობებისათვის ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიუროს კონსულტანტი დავით ჯიქია და  მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი, კამპანიაში ჩართული სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების - ტალავერისა და ბოლნისის მცხოვრებლებს, რომელთა უმეტესობა ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. 

მოსახლეობას გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ბავშვთა უფლებების კოდექსისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები. ასევე შშმ პირთა უფლებები. გასწიეს ინდივიდუალური კონსულტაციებიც