Top

მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

შეხვედრა მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოს მოსახლეობასთან

2017 წლის 27 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მტრედის“ ერთობლივი ორგანიზებით, სოფელ აღმამედლოს ქალთა კლუბში ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრის ფარგლებში, იურიდიული დამარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ლალი ალუდაური, დამსწრე საზოგადოებას ოჯახში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ესაუბრა და გააცნო საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის სპეციფიკა.

მოქალაქეებს დაწვრილებით განუმარტა უფასო, იურიდიული დახმარების სერვისის მუშაობის შესახებ.

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. დამსწრეთათვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები გაიცა.