Top

მესტიის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

მესტიის მერიაში შეხვედრა გაიმართა

17 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეხვედრა გამართა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, მესტიის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების რწმუნებულებთან.

უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა, სოციალური პროგრამები, მიწის რეგისტრაციის საკითხები, ბავშვთა კოდექსი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, დახმარება საბანკო ვალდებულებების გადავადება-შესრულებაში - ეს იყო ძირითადი საკითხები, რაზეც ყურადღება გამახვილდა და აუდიტორიის ინტერესს გამოხატავდა. იმსჯელეს სვანური მართლმსაჯულების სისტემაზე, რომელიც რეგიონში ისევ ფუნქციონირებს, როგორც მრავალსაუკუნივანი ტრადიცია. დაინტერესებულ პირებს ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია მესტიის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ავთანდილ ჯაფარიძემ. 

შეხვედრა გაიმართა სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის - მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხლმისაწვდომი“- ფარგლებში, რომელიც ხორცილედება USAID/PRoLOG-ისა და COE-ს მხარდაჭერით.