Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს სამოქმედო ტერიტორის მოიცავს  როგორც მცხეთის, ასევე, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს. რეგიონის ცენტრისგან მოშორებით მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს საშუალება ხშირად მიაკითხოს იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთაში მდებარე ოფისს. ამიტომაც მცხეთის ბიუროს წარმომდგენლები თავად ახორციელებენ გასვლით შეხვედრებსა და კონსულტაციებს მაღალმთიან ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან.

ამ მიზნით  2018 წლის  16 ოქტომბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში, მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა და ადვოკატმა ნათია ბერძენიშვილმა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.

ღონისძიების მიზანი იყო სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, არსებული პრაქტიკის გაზიარება სამართლებრივი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის კუთხით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და  ძირითად თემატიკას  წარმოადგენდა, როგორც სამსახურის სერვისები, ასევე,  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, უძრავი ქონების რეგისტრაციასთან, მიწის რეფორმასთან დაკავშირებული პრობლემები  და სხვა სამართლებრივი საკითხები.