Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მცხეთის №1 საჯარო სკოლას იურისტები ესტუმრნენ

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, მცხეთაში საინტერსო შეხვედრა შედგა.

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა დანაშაულია, ხოლო მოძალადე  დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი26 ნოემბერს მცხეთის №1 საჯარო სკოლაში გამართულ შეხევრდაზე. მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ლელა ჭანკოტაძემ და სპეციალისტმა სოფიო ჩიხაშვილმა უფროსკლასელებსა და პედაგოგებს წარუდგინეს სპეციალური პრეზენტაცია „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე“, იმსჯელეს აღნიშნული პრობლემასა და მის სამართლებრივი ასპექტებზე.

იურისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა დანაშაულია და ისჯება კანონის სრული სიმკაცრით. ნათესაური კავშირი ან/და ოჯახის წევრობა არავის აძლევს უფლებას იძალადოს მეორე ადამიანზე. სახელმწიფო შეუწყნარებელია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების მიმართ, ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ევალებათ ოჯახის ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება და თავს არიდებენ აღნიშნული მოვალეობის შესრულებას.  სახელმწიფო აცხადებს ნულოვან ტოლერანტობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ.

შეკრებილებს განემარტათ იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და დაურიგდათ შესაბამისი ბუკლეტები, სადაც ხაზგასმულია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ  უზრუნველყოფილია უფასო სამართლებრივი დახმარება ძალადობის ყველა მსხვერპლისთვის - მისი გადახდისუნარიანობის მიუხედავად. 

#სახელმწიფოზრუნავს
#დავძლიოთძალადობა
#16დღიანიკამპანია2018
#ძალადობისწინააღმდეგ
#საერთოსაქმეა