Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მობილური საკონსუტაციო ცენტრი მცხეთის რეგიონში გაემართა

2023 წლის 10 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე და სხვა წარმომადგენლები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, სოფლების რწმუნებულებს შეხვდნენ. ლევან გვენეტაძემ შეკრებილ საზოგადოებას იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნო. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქმედი რეგიონული ბიუროს შესახებ ისაუბრა მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა.

სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის სპეციალისტმა თამარ ნაჭყებიამ წარადგინა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით UNDP განხორციელებული ახალი პროექტი - "მობილური საკონსულტაციო ცენტრი"  - ეს არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. 

მობილური საკონსულტაციო ცენტრით ისარგებლეს ჯერ ქალაქ მცხეთის, მოგვიანებით კი სოფელ მუხრანის მოსახლეობამ, სადაც სამსახურის წარმომდგენლები და ცენტრი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაემგზავრნენ. მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ირინა ბარბაქაძემ ცენტრის დახმარებით, ყველა საჭირო პირობის დაცვით, გასწია ინდინივიდუალური კონსულტაციები. გადაწყდა, რომ მუხრანში, მოსახლეობის მრავალრიცხოვანი მოთხოვნიდან გამომდინარე, მობილური საკონსულტაციო ცენტრის ვიზიტი უახლოეს მომავალში განმეორდება.