Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მცხეთის ბიუროს მორიგი წარმატებული საქმე

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის ნათია ბერძენიშვილის არგუმენტები და არ დააკმაყოფილა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის შუამდგომლობა ბავშვის მშობლისაგან 1 წლის ვადით  განცალკევების თაობაზე. 

ადვოკატი ნათია ბერძენიშვილი საქმეში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაერთო. მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების, ბავშვის აზრის მოსმენისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,  სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა შუამდგომლობას ბავშვის მშობლისაგან განცალკევების თაობაზე და ბავშვი ოჯახურ გარემოში, მშობელთან დარჩა.