Top

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ოზურგეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა

21 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს.

განიხილეს გურიაში იურიდიული დახმარების ბიუროს  გახსნის საკითხი. როგორც ცნობილია, 2008 წლიდან ოზურგეთში ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი, რომლის კონსულტანტები უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ ადგილობრივ მოსახლეობას - კონსულტაციის გაწევისა და იურიდიული დოკუმენტების შედგენის მხრივ.

ბიუროს ამოქმედების შემთხვევაში კი ფუნქციები გაიზრდება და საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართვით შესაძლებელი გახდება გადახდისუუნარო მოსახლეობის ინტერესების დაცვა როგორც სასამართლოში, ასეევე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს გურიაში იურიდიული დახმარების ბიუროს ამოქმედების თემას და უახლოეს მომავალში იმსჯელებენ, თუ რა ტერიტორიაზე და როდის აშენდება ბიუროს ახალი შენობა. ახალ ბიუროში მინიმუმ 10 ადამიანი დასაქმდება.

https://guria.tv/index.php/u-s-news/2019-04-18-13-19-35/616-2019-06-22-04-55-51?fbclid=IwAR3JbNPLhJ6SgERtFBR9GX0MfdRutTbeKF8W0963TmQ8qQ5TLglTbVeXLHo

24 ივნისს კი, ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრის იურისტები იამზე მემარნიშვილი და ინგა ყიფიანი აქტიურად ჩაერთნენ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანიაში და მოსახლეობას შეხვდნენ ოზურგეთის ავტოსადგურში, აგრარულ ბაზარში, საჯარო რეესტრსა და პარკში. მიაწოდეს ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების შესაძლებლობებზე,  მომსახურების სახეობებზე,  დაარიგეს იურიდიული დახამრების სამსახურის სამსახურის საინფორმაციო ბროშურები.