Top

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ოზურგეთში ჩატარდა კონფერენცია

2 ნოემბერს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ჩაატარა კონფერენცია თემაზე - „ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“.

კონფერენციას ესწრებოდნენ გურიისა და სამეგრელოს რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი და კერძო ადვოკატები. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ადვოკატებს წარუდგინა ექსპერტი მაია ბაქრაძე, რომელმაც ისაუბრა ბავშვის საუკეთესო ინტერესის დადგენაზე და ბავშვის ადვოკატის მონაწილეობაზე სასამართლო პროცესში. ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების შემდეგ წარმოშობილ გამოწვევებზე შეკრების საზოგადოებას მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნინო მელაძემ.

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია სასამართლო პრაქტიკის საკითხებზე.