Top

საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

შეხვედრები ხარაგაულის, საჩხერის და სვირის მოსახლეობასთან

იმერეთის–ზესტაფონის იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივმა ადვოკატებმა თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ  2017 წლის 1დეკემბერს ხარაგაულის  მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება იმ სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობების შესახებ, რაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის ხელმისაწვდომ რესურსებს და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებულ საშუალებებს მოიცავს. 

ხარაგაულელებს უფრო მეტად აინტერესებდათ ამ მიმართულებით არსებული კონკრეტული სერვისები, რომლის მიწოდებასაც იურიდიული დახმარების სამსახური სრულიად უფასოდ უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სხვადასხვა სერვისის შესახებ,რაც საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

ანალოგიურ თემაზე საზოგადოებრივი ადვოკატებისა და ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრა გაიმართა 28 ნოემბერს საჩხერეში, სადაც რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ასევე ისაუბრა საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელმა სალომე გიორგაძემ.
 
6 დეკემბერს კი, იგივე ჯგუფი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის ახლად გახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას  შეხვდა. 

შეხვედრაზე ითქვა, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ჩართულია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული ეროვნული საკომუნიკაციო  სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. გეგმა, რომელმაც  სავარაუდოდ უნდა შეცვალოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ სფეროში  არსებული მძიმე სურათი, 2018-2020 წლებში ამოქმედდება. აუდიტორიის წევრები, მათ შორის, უფროსკლასელი მოსწავლეები და  პედაგოგები დაინტერესდნენ გენდერული თანასწორობის საკითხებით. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ იურიდიული დახმარების სამსახურის მრავალფეროვანი, უფასო სერვისების შესახებ.