Top

საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტში

2018  წლის  2 მარტს  იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა ჭიათურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს  მიეწოდათ დაწვრილებითი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ, ასევე  იმ სერვისების შესახებ, რითაც სარგებლობენ მოქალაქეები – თუ ვის შეუძლია ისარგებლოს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებით და ასევე, იმ სასიკეთო საკანონმდებლო  ცვლილებებით, რომლებიც ძალაში შევიდა 2018 წლის 1 მარტიდან.

შეხვედრის შემდეგ საკრებულოს წევრებს გადაეცათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები. შეხვედრა გააშუქა ადგილობრივმა მედიამ და შესაბამისად, იმავე, ინფორმაციის მიღების საშუალება ჭიათურის სხვა მცხოვრებლებსაც მიეცათ.