Top

საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

საჩხერეში მცხოვრებ შშმ პირებს სამართლებრივი კონსულტაციები გაეწიათ

იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ 10 ივლისს შეხვედრა გამართა „საჩხერის ააიპ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანადგომა–ინტეგრაციის“   ბენეფიციარებთან. 

იურისტ-კონსულტანტმა ბენეფიციარებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა, სერვისები, მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია საქართველოს კანონზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ და გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“  კონვენციის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს ადგილზე გაეწიათ სამართლებრივი კონსულტაციები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.