Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ფოთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს სამართლებრივი კონსულტაცია გაეწიათ

მიმდინარე წლის 19 ივნისს სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ზაზა კვირკველია,  სალომე ჯანჯღავა და  მაგდა სიორდია  შეხვდნენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც ქალაქ ფოთში ნანავას ქუჩაზე ცხოვრობენ.

აქ მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა  იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარები არიან და უმნიშვნელოვანესია, ჰქონდეთ ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმების შესახებ.

იურისტებმა  სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს გააცნეს, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები, ესაუბრნენ უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ, რაც აქტუალური თემაა აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მობინადრეთათვის, მათ ასევე ამომწურავი კონსულტაცია გაეწიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაცია-შეჩერება-აღდგენასთან დაკავშირებით; განემარტათ, თუ როდის ხდება შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ  იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ უზრუნველყოფილია ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში  ძალადობის მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის დაცვა, მისი გადახდისუნარიანობის მიუხედავად.

შეხვედრის დასასრულს  დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები