Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სამსახურის დირექტორმა ფოთში მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა

2019 წლის 28 ივნისს, ფოთში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ.

გაფართოებულ შეხვედრა ასევე ესწრებოდნენ ქალაქის ადმინისტრაციის, სოციალური სამსახურების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის და ფოთში მოქმედი სხვა უწყებების წარმომადგენლები. 

შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია სამსახურის ცნობადობის და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების გაზრდა. 

ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა აუდიტორიას გააცნეს სამსახურის სერვისები და უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პრეზენტაციას "გაიგე მეტი მიგრაციის შესახებ", რომელიც მოიცავს მიგრაციის საკითხების სამართლებრივ ასპექტებს, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდგომ.

აუდიტორიის წევრებმა დასვეს არაერთი სამართლებრივად მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაზეც კვალიფიციური პასუხები მიიღეს