Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მობილური საკონსულტაციო ცენტრი აბაშას ესტუმრა

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი დასავლეთ საქართველოსკენ დაიძრა და ქალაქ აბაშას ესტუმრა. მოგეხსენებათ მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. პროექტი გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)"კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში ხორციელდება. 

კონსულტაციების დაწყებამდე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ლევან გვენეტაძემ და სხვა წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობას გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, სამსახურის პროექტები.

შეხვედრას ესწრებოდა აბაშის მერი გიგა გაბელაია, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა იურიდიული დახმარების სამსახურს მობილური ცენტრის პროექტის აქტიურ განხორციელებაში აბაშის მუნიციპალიტეტის ფარგლებში.
სამსახურის წარმომადგენლებმა ასევე, ისაუბრეს მოსახლეობისთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე, როგორებიცაა მიწის რეგისტრაცია, ქალთა უფლებები, სამეზობლო დავები და სხვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ მობილურ საკონსულტაციო ცენტრში  ინდივიადუალური კონსულტაცია გაუწია მოსახლეობას.