Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ფოთის მე-15 საჯარო სკოლაში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

2023 წლის 19 დეკემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც პროცესის მონაწილე პირების ადვოკატების, პროკურორების მოწმეების, ნაფიცი მსაჯულების როლები მოირგეს სსიპ ქალაქ ფოთის #15 საჯარო სკოლის-ის მე-9-10-11 კლასის მოსწავლეებმა.

ღონისძიება მომზადდა ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსის, ნათია ბოჯგუას, სისხლის სამართლის ადვოკატების - ზაზა კვირკველიას, დავით გოგუას, ცირა ჯავახიშვილის და ფოთის #15 საჯარო სკოლის დირექციისა და ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობითა და თანამშრომლობით, ასევე ფოთის საქალაქო სასამართლოს ხელშეწყობით.

იმიტირებული სასამართლო პროცესი გამოირჩეოდა მონაწილეთა აქტიურობითა და დიდი ინტერესით. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული იმიტირებულ სასამართლო პროცესში, მხარეების მიერ წარმოდგენილ იქნა შესავალი და დასკვნითი სიტყვები, დაკითხულ იქნა მოწმეები, ორივე მხარე ცდილობდა დაერწმუნებინათ ნაფიცი მსაჯულები თავიანთ სიმართლეში. საბოლოოდ ნაფიცმა მსაჯულებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს გამამართლებელი ვერდიქტი. იმიტირებულ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგები, დაინტერესებული საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები