Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ფოთის იუსტიციის სახლის თანამშრომლები იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობას გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ფოთის ბიუროს ადვოკატები ფოთის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდნენ.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იუსტიციის სახლის თანამშრომლებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და, მათთან ერთად, მოსახლეობის სამართლებრივი საჭიროებები განიხილეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, თვითმმართველობისა და სოციალური მომსახურების თანამშრომლების თანამშრომლებთან, შეხვედრებს პერიოდულად მართავენ.

შეხვედრების მიზანია სახელმწიფო მოხელეთა ინფორმირება იურიდიული დახმარების სერვისის შესახებ, რათა მათ, საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ სამართლებრივი პრობლემების მქონე მოქალაქეთა გადამისამართება შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში.