Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

აბაშაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ფოთის ბიუროს ადვოკატები 10 ივლისს აბაშაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ყოფილ პროფსასწავლებელსა და ყოფილ სათნოების სახლში კომპაქტურად მცხოვრები დევნილები მოინახულეს და მათ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს.

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, დევნილთა სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა, ფულადი დახმარების გაცემის წესი და ა.შ.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.