Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

დავით გოგუა (ადვოკატი)

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროში დავით გოგუა 2007 წლიდან მუშაობდა სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 2008 წლიდან დღემდე მუშაობს  სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ადვოკატის თანამდებობაზე.

2006 წელს ჩაბარებული აქვს  ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო 2007 წელს სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და არის სსიპ ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით.

2013 წელს ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.


2011-2012 წლებში ჩართული იყო გაეროს განვითარების პროგრამაში “სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა ადგილობრივი იურიდიული დახმარების ბიუროების მეშვეობით“ იურისტ–კონსულტანტის პოზიციაზე.

დავით გოგუას გავლილი აქვს მრავალი  პროფესიული ტრენინგი, მათ შორის:             1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  საკითხებში. 2.
ქალთა და ოჯახში ძალადობი  საკითხებზე. 3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ–ჩვევებში. 2016 წლიდან  იგი ირიცხება ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს  იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

დავით გოგუას მრავალწლიან პრაქტიკაში  არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, გამამართლებელი განაჩენით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტით და  კვალიფიკაციის შეცვლით დასრულებული.


2010 და 2016 წელს ს.ს.ი.პ.იურიდიული დახმარების სამსახური–ს დირექტორის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის გამოეცხადა მადლობა.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.