სალომე ჯანჯღავა იურიდიული დახმარების სამსახურში 2009 წლიდან მუშაობს. 2009-2016 წლებში იგი მუშაობდა სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს სპეციალისტის პოზიციაზე. 2016 წლიდან არის სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი.
სალომე ჯანჯღავას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, აგრეთვე გავლილი აქვს სპეციალური სწავლება თემაზე: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა.
2016 წელს სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახური“-ს დირექტორის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის გამოეცხადა მადლობა.
სალომე ჯანჯღავა დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.