Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ფოთის მერიის თანამშრომლები იურიდიული დახმარების სერვისებს გაეცნენ

23 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს ქალაქ ფოთის მერიის, მუნიციპალიტეტების და დევნილთა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე სამსახურების წარმომადგენლებთან.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა თვითმმართველობის მუშაკებს იურიდიული დახმარების სერვისები გააცნეს და ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე  – დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ და სამართლებრივ პრობლემებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივ იურიდიული დახმარების ბიუროსა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.