Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ლიას მოსახლეობას მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარება გაწია

მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებით,  25 მაისს,  შეხვედრა შედგა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში. აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი და მასში შემავალი სოფლები სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას ეკუთვნის. ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ და იურისტებმა ნათია ქვარცხავამ და ფატიმა შედანიამ ერთ–ერთი მჭიდროდ დასახლებული სოფლის – ლიას მოსახლეობას გააცნეს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და ამ კუთხით იურიდიული დახმარების სამსახურის  მომსახურეობის კრიტერიუმები.

იურისტებმა პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მიწისა და სხვა უძრავი ქონების დაკანონების შესახებ, ასევე, საკუთრების რეგისტრაცისა და პრივატიზების, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების დაკანონების,  მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის დაკანონების საკითხებთან დაკავშირებით და სხვა.

შეხევდრის მეორე ნაწილში, მოსახლეობის დაინტერესებიდან გამომდინარე, ზუგდიდის ბიუროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს იურიდიული  დახმარების სამსახურის სხვა სერვისების, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების, მხარდამჭერის მიმღებად ცნობის, სოციალური დახმარების პროგრამების, მემკვიდრეობის, თვითმმართველობის კოდექსის და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ თემებზე.
ანალოგიური შეხვედრები რეგიონის ადილობრივ მოსახლეობასთან უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.