Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ორულუს მოსახლეობა მიწის რეფორმის საკითხებს გაეცნო

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში, კერძოდ, 2018 წლის 1 ივლისიდან საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ ახლა ეტაპზე გადადის და შესაბამისად იცვლება მიწის ნაკვეთებისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის  წესები, პროცედურები. ამ საკითხთის მიმართ დიდია საქართველოს მოსახლეობის ინტერესი, განსაკუთრებით რეგიონებში. 

სამეგრელოს ზუგდიდის იურიდიული დამხარების ბიუროს თანამშრომლებმა მათ სამომქედო ტერიტორიაზე რამდენიმე შეხვედრა გამართეს და მოსახლეობას მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია მიწის, უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებული საკითხებზე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის დაკანონების, საკუთრების რეგისტრაციისა და პრივატიზების შესახებ. 15 ივნისს, ზუგდიდიდს მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში გამართულ შეხვედრაზე ადგილობირივი მოსახლეობა დაინტერესდა არაერთი სამართლებრივი საკითხით. მათ შორის ისეთი თემებით, როგორიცაა მხარდამჭერის მიმღებად ცნობის საკითხები; სოციალური დახმარება და პროგრამები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის;  სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საკითხები; პენსიის დანიშვნის საკითხები; მემკვიდრეობა; ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები; თვითმმართველობის კოდექსი და სხვა.

შეხვედრის ბოლოს ზუგდიდის იურისტებმა დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები და გასწიეს ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები.
 

მიწის საკითხებიქონებასაკუთრება