Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ახალაბასთუმანში ჩასახლებული დევნილები უფასო სამართლებრივი დახმარების მირების პირობებს გაეცვნენ

2018 წლის 1 ნოემბერს სამეგრელო-ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია, ადვოკატი ნათია ქვარცხავა და ა/ო „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ავალიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალაბასთუმანში ჩასახლებულ დევნილებს ესტუმრნენ.

იურისტებმა იძულებით გადაადგილებულებს გააცნეს იურიდიული დახამრების სამსახურის სერვისები, დევნილთა სამართლებრივი პრობლემები, სოციალური დახმარება და პროგრამები ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები; მიწის, უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებული, საკუთრების რეგისტრაციისა და პრივატიზების საკითხები; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, პენსიის დანიშვნის პრობლემებების მოგვარების სამართლკებრივი საშუალებები; მემკვიდრეობა; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები და სხვა.
დევნილებს გაეწიათ ინდივიდიულური კონსულტაციები და დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები. 

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი”, რომელიც მუშაობს დევნილთა საკითხებზე შედის “კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს”(LAG) შემადგენლობაში, რომელთანაც იურიდიული დახმარების სამსახურს გაფორმებული აქვს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები იმედს გამოთქვამენ, რომ იურიდიული დახამრების სამსახურისა და „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის თანამშრომლობა გახდება უფრო მრავალმხრივი და სრულყოფილი მოქალაქეთა დახმარების კუთხით.