Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ზუგდიდელი სტუდენტები ძალადობის საკითხებს გაეცნენ

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში,   2018 წლის 7 დეკემბერს სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და ადვოკატი ნათია ქვარცხავა  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. წარდგენილი იქნა თემატური პრეზენტაცია „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე“.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებას "ქალთა მიმართ  და ოჯახში ძალადობის საკითხებზე" . სტუდენტები გაეცნენ  ამ კუთხით იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისს და ზოგადად უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების საშუალებებს. პრეზენტაციის შემდგომ შეხვედრა გაგრძელდა დისკუსიის რეჟიმში. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.