Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

აფხაზეთის მე-12 სკოლის მოსწავლეებს იურისტები შეხვდნენ

29 დეკემბერს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და კონსულტანტი ნინო მინჯია, აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ. 

იურისტები შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრნენ  როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ასევე,  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ქალების უფლებებზე, ბავშვის უფლებების დაცვის კოდექსსა და კონვენციაზე. 

შეხვედრა გაიმართა გაეროს რეზოლუციით გათვალისწინებული, "ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" სამთავრობო გეგმის  ფარგლებში.