Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ზუგდიდის უნივერსიტეტში ნარკომანიაზე იმსჯელეს

2024 წლის 26-ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში,  ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (26-ივნისი) იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია და სპეციალისტი გელა პერტია შეხვდნენ სტუდენტებს.

შეხვედრაზე იურისტებმა ისაუბრეს ნარკომანიის, როგორც სამართლებრივი  და სოციალური პრობლემის შესახებ, ახლაგაზრდეებს მიაწოდეს ინფორმაცია ნარკოტიკული დანაშაულის, სასჯელების, შესახებ, გაუზიარეს საქართველოს და სხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკული გამოცდილება, მიდგომები. ესაუბრნენ ნარკომანიის პრევენციის შესახებ.

შეხვედრის შემდგომ წარიმართა დისკუსია.