Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

რომან კეიდია (ბიუროს უფროსი)

რომან კეიდია იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს და ხელმძღვანელობს იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს.

რომან კეიდია მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში, არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის შემდგომაც ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას. ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები, აქვს საერთო სპეციალიზაცია.

რომან კეიდიას მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.

რომან კეიდიას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგები, მათ შორის, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმები; სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი და სისხლის სამართლის პროცესი; ადვოკატის უნარ-ჩვევები; ადმინისტრაციული სამართალი; სამოქალაქო სამართალი; ფსიქიატრიული ექსპერტიზის საკითხები; ავტოტექნიკური ექსპერტიზის საკითხები; გასაჩივრების პროცედურები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „ექსტრადიცია-საერთაშორისო პრეცედენტები“; ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და ძალადობის აღკვეთის საკითხები; ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხები.

მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა პროექტების განხილვებში და დისკუსიებში, როგორიცაა „ციხის საერთაშორისო რეფორმის პროექტი“ პენიტენციალური სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმა, სასჯელისაგან გათავისუფლების პრაქტიკა; სისხლის სამართლის და საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით კომენტარების განხილვა; პრობაციის სისტემა, ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელთა გამოყენება; განრიდება-მედიაცია.

2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

რომან კეიდია დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.