მარინა შენგელია იურიდიული დახმარების სამსახურში 2009 წლიდან მუშაობდა ადვოკატად სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა წევრია.
მარინა შენგელია გარკვეული წლები მუშაობდა ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში საინფორმაციო ჯგუფის ინსპექტორად, საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანაშემწედ, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ზუგდიდის სახელმწიფო კოლეჯში, სოხუმის მენეჯერების ინსტიტუტში.
მარინა შენგელიას მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაჯილდოვებულია მადლობის სიგელით სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის და მიღწეული წარმატებებისთვის.
მარინა შენგელიას გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–5 მე–6 მუხლები, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციები, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა და მსხვერპლთა დაცვა, სისხლის სამართლის პროცესი, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი.
მარინა შენგელია დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.