Top

ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ახალციხეში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

11 სექტემბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც ხორციელდება  იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის - „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში.

ახალციხეში მცხოვრები პირებისაგან შერჩეული ნაფიცი მსაჯულები განიხილვდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს - მკვლელობის საქმეს. დაცვისა და ბრლადების მხარეები, მათი მოწმეები ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროს და იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომლები იყვნენ. კოვიდ-პანდემიის პირობების გათვალისწინებით, პროცესის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება.

როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, ისინი პირველად მონაწილეობდნენ მსგავსი სახის ღონისძიებაში და ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება, იმიტირებულ პროცესზეც კი საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთული საქმეა. თუმცა მიიღეს კარგი გამოცდილება და თუ ოდესმე ნამდვილად მოუწევთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მსაჯულად გამოსვლა, უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება  მიიღეს. 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ახალციხეში დაგეგმილი იმიტირებული, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი ქვეყნის მასშტაბით მეოთხეა და  მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, რეგიონის მოსახლეობის პოტენციურ მომზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში რეალური მონაწილეობის მისაღებად. 

მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ USAID-PROLoG–ისა და COE-ს მხარდაჭერით ხორციელდება. აქტივობები ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე გაგრძელდება.