Top

ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ახალციხეში გაიმართა შეხვედრა შრომის უფლებების შესახებ

2023 წლის 24 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე შეხვდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს.

შეხვედრის თემა იყო საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებები.

დავით ზარიძემ ვრცლად ისაუბრა საჯარო მოხელის, შრომითი ხელშეკრულებით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უფლებებზე, საჯარო მოსამსახურისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნის უფლებაზე, ზეგანაკვეთური და ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლებაზე, მოხელის პროფესიული განვითარების უფლებაზე, მოხელის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანის მოთხოვნის უფლებაზე,  მოხელის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას შემთხვევაში დახმარების მიღების უფლებაზე და სხვა საკითხებზე, რომელიცმერიის თანამშრომლებისთვის საინტერესო იყო.