დავით ზარიძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2010 წლიდან მუშაობს. იგი ამავე დროიდან ხელმძღვანელობს სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს.
დავით ზარიძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია, იგი არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული ადვოკატი და ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი.
დავით ზარიძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.