პაატა მანველიშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში 2013 წლიდან მუშაობს.
პაატა მანველიშვილს მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე აქვს ნაწარმოები. მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.
პაატა მანველიშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.
პაატა მანველიშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.