Top

გორის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

გორში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ოთხმა სტუდენტმა დაასრულა 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ბაზაზე მოქმედი იურიდიული კლინიკის ფარგლებში ხორციელდებოდა.

25 იანვარს, სტაჟირების დასკვნით ეტაპზე, სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა და წარიმართა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით, რომელთა როლსაც გორის იუსტიციის სახლთან არსებული „ლიდერთა სახლის“ წევრები ასრულებდნენ. მოსამართლის და სხდომის მდივნის როლი კი იურიდიული დახმარების სამსახურის ყოფილმა სტაჟიორებმა შეასრულეს.

იმიტირებული პროცესის ფარგლებში, სტაჟიორებმა განიხილეს მკვლელობის საქმე და წარმოაჩინეს სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობის უნარ-ჩვევები. პროცესი გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანით დასრულდა.

იურიდიული კლინიკის პროექტის ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაირეს თეორიული მომზადების კურსი, ასევე უშუალოდ იყვნენ ჩართულნი რეალურ სისხლის სამართლის საქმეებში - კერძოდ, ხვდებოდნენ დასაცავ პირებს და ამზადებდნენ იურიდიულ დოკუმენეტებს.

გორის გარდა, იურიდიული კლინიკის პროექტი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება.