Top

გორის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

შიდა ქართლში ჩასახლებულ დევნილებს იურისტებმა კონსულტაცია გაუწიეს

შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიურომ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების რეზოლუციების განხორციელების 2018–2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2019 წლის 17 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის, 2019 წლის 23 ოქტომბერს სოფელ საქაშეთის და 2019 წლის 25 ოქტომბერს სოფელ შავშვების დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში დევნილებთან გამართა გასვლითი შეხვედრები.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისების გაწევა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, დევნილი მოსახელობა ასევე დაინტერესდა უძრავ-მოძრავი ქონების რეგისტრაციის, განკარგვის, სოციალური დახმარებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა პროგრამებით; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, პენსიის დანიშვნის, მემკვიდრეობისა და  ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხებით და სხვა. 

დევნილებს ადგილზე გაეწიათ ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია. შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.