Top

გორის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

შავშვებში გაიმართა შეხვედრა გენდერულ საკითხებზე

9 ნოემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი მონაწილეობდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისთან ერთად. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახლომდებარე სოფლების: წითელუბნის, ნაწრეტის, შავშვების დევნილთა ჩასახლების, ხურვალეთის, და ნადარბაზევის მცხოვრებლები. 

ნინო მასურაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების  კრიტერიუმები, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები. ყურადღება გამახვილდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა და ევროპელმა მონიტორებმა ისაუბრეს ქალთა ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სახელმწიფოში არსებული მსხვერპლთათვის განკუთვნილი დაცვისა და დახმარების მექანიზმებზე. ასევე, ქალთა განათლების, განვითარებისა და დასაქმების მნიშვნელობაზე, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების მიღების შესაძლებლობებზე.

მოსახლეობის მხრიდან დაისვა მნიშვნელოვანი შეკითხვები, რაზეც მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს. აღინიშნა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები სხვა სოფლებშიც ჩატარდება.