Top

გორის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

გამყოფი ხაზის პირა სოფელ ნიქოზში შეხვედრა შედგა

17 მარტს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიგა ჯეირანაშვილი მონაწილეობდა გამყოფი ხაზის სოფელ ნიქოზში გამართულ გასვლით საინფორმაციო შეხვედრაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სახელმწიფო სერვისებისა და იურიდიული დახმარების საკითხებზე. 
შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და მასში ასევე მონაწილეობდნენ  შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის, დეპარტამენტის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებიც
ნიქოზის მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს  მიეწოდათ ინფორმაცია ზოგადად უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, პრევენციის მექანიზმებზე. 
იურისტებმა ამომწურავი პასუხები გასცეს მოსახლეობის შეკითხვებს.