Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ABA-სთან თანამშრომლობით, იურიდიული დახმარების ბიუროებში ტრენინგები გრძელდება

იურიდიული დახმარების ბიუროებში გრძელდება ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ შემუშავებული ტრენინგები, რომლებიც განკუთვნილია საზოგადოებრივი და კერძო სექტორში მოღვაწე ადვოკატებისათვის.

16 მარტს, მცხეთის ბიუროში გაიმართა ვიდეო-ტრენინგი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის საკითხებზე.

18 მარტს, თბილისის ბიუროში ადვოკატებისთვის ჩატარდა ვიდეო-ტრენინგი, თემა: ბალისტიკური მტკიცებულებები, დნმ როგორც მტკიცებულება.

18, 19 და 20 მარტს, ტრენინგები ჩატარდა ქუთაისის ბიუროში:

  • 18 მარტს, გაიმართა ტრენინგები ნაფიც მსაჯულთა შერჩევის უნარ-ჩვევებსა და ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში, რომელსაც ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი, გელა სიორდია, და ადვოკატი, ვალერი კვანტალიანი უძღვებოდნენ.
  • 19 მარტს, ტრენინგი ჩატარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ასპექტებში. ტრენინგს უძვებოდა ექსპერტი, რომელიც მონაწილეებს სკაიპის მეშვეობით თბილისიდან ჩაერთო.
  • 20 მარტს კი, სკაიპის მეშვეობით ჩართულ ექსპერტთან ერთად, ადვოკატებმა განიხილეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის აქტუალური საკითხები (პრობლემები და ინოვაციები) – ”მინიმუმზე მსუბუქი სასჯელი; პირობითი მსჯავრი; თანაამსრულებლის და თანამონაწილეობის გამიჯვნის საკითხი; თაღლითობის გამიჯვნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან; სს კოდექსის კერძო ნაწილში გასატარებელი რეფორმები; სასჯელის ინდივიდუალიზაცია.21 მარტს, კიდევ ერთი ვიდეო-ტრენინგი იგეგმება რუსთავის ბიუროში, სადაც ადვოკატები კრინიმალისტიკის საკითხებს გაეცნობიან.

აღნიშნული ტრენინგები აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და მონაწილე ადვოკატებს განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში შესაბამისი ქულები ენიჭებათ.