თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი პაატა მეხრიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდა გადახდისუუნარო მოქალაქის, ლ. თ.–ს ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სახლმწიფო ბრალდების თანახმად, ბენეფიციარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით , რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ბრალდების მხარე ასევე აცხადებდა, რომ ოჯახური კონფლიქტი ლ.თ.-სა და მის მეუღლეს შორის, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიმდინარეობდა.
საქმის რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებზე, რომელიც არ იყო ერთმანეთთან შეთანხმებული, მათ შორის ის შინაარსობრივი კავშირი თითქმის არ არსებობდა და ნაკლებად დამაჯერებელი იყო ბერეფიციარის ბრალის დასამტკიცებლად.
საბოლოოდ, მოსამართლემ სრულად გაიზიარა საზოგადობრივი ადვოკატის – პაატა მეხრიშვილის პოზიცია და 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენით, გადახდისუუნარო მოქალაქე ლ. თ. უდანაშაულოდ ცნო.