Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

თბილისის ბიუროს სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

22 მარტს, სტაჟიორებს, რომლებმაც თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკის 4–თვიანი პროგრამა გაიარეს, სტაჟირების წარმატებით დასრულების აღსანიშნავად სერტიფიკატები გადაეცათ.
 
იურიდიული კლინიკის პროგრამის მიხედვით, სტაჟიორები, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ხელმძღვანელობით, რეალურ კლიენტებს ხვდებიან და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტებსაც ამზადებენ. მათ, ასევე, სასამართლოს, პროკურატურის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და სხვა ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის საშუალებაც ეძლევათ.

იურიდიული კლინიკის პროექტი უკვე მეათე წელია ხორციელდება და ხელს უწყობს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. დღეისათვის იურიდიული კლინიკები ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის-ქუთაისისა და აჭარის ბიუროებში.