Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოციალურად დაუცველი ოჯახის არასრულწლოვნები ალიმენტს ბებიისგან მიიღებენ

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი აკაკი ლომსაძე  თითქმის ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა სოციალურად დაუცველი პირის, ნ. შ.–ს ინტერესების დაცვას, მისი ორი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ – ბავშვების ბებიისათვის ალიმენტის  დაკისრების საქმეში. 

არასრულწლოვანი ბავშვების მამა უმუშევარი და სხვა შემოსავლის არმქონე იყო, თუმცა ბავშვების ბებიას, მისივე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეეძლო შვილიშვილებისთვის დახმარების გაწევა, მაგრამ თავს არიდებდა. სწორედ ეს ფაქტი გახდა საზოგადოებრივი ადვოკატის, აკაკი ლომსაძის მიერ არჩეული სტრატეგიის საფუძველი. 
მან შეადგინა სარჩელი და ბავშვების სასარგებლოდ მოითხოვა ალიმენტის გადახდა მამის ნაცვლად  ბებიის მიერ. აღნიშნულმა დავამ სამივე ინსტანციის სასამართლოში ორ წელზე მეტხანს გასტანა.  საქმის განხილვისას სამართლებრივ  სირთულეს წარმოადგენდა  სასამართლო  პრაქტიკის სიმწირე  პაპა–ბებიის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ მაშინ, როდესაც  მშობელს არ გააჩნია საკმარისი სახსრები შვილების სარჩენად. 

სამივე ინსტანციის სასამართლოში  მიმდინარე ხანგრძლივი დავა მხარეებს შორის დასრულდა გადაწყვეტილებით, რომელშიც სრულად იყო გაზიარებული სოციალურად დაუცველი ნ.შ.–ს ადვოკატის, აკაკი ლომსაძის პოზიცია – ბებიას დაეკისრა შვილიშვილების სასარგებლოდ ალიმენტის ყოველთვიურად გადახდა, ხოლო   ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხით.