Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

თბილისის ბიუროში დონაციის აქცია ჩატარდა

26 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს  შპს სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მედიკოსები ესტუმრნენ. უკვე ტრადიციად იქცა, რომ საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები სისხლის დონაციის აქციას წელიწადში რამდენჯერმე მართავენ. 

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სისხლის გადასხმა წელიწადში 10-15 ათას ადამიანს სჭირდება. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში სისხლის დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია. ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია საზოგადების წევრთა აქტივობა ამ მიმართულებით. 

იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები, თავიანთი უშუალო მოვალეობის შესრულების – მოსახლეობისთვის უფასო სამართლებირივი დახმარების გაწევის გარდა, პერიოდულად მონაწილეობენ სისხლის ჩაბარების საქველმოქმედო აქციებშიც. საერთშორისო სტანდარტების თანახმად, უანგარო დონორის სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის განსაკუთრებით ეფექტურია.