Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სასამართლომ თვითნებობაში ბრალდებული პირი უდანაშაულოდ ცნო

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე სავალდებულო დაცვის წესით ახორციელებდა მოქალაქე ა.ბ.-ს ინტერესების დაცვას თბილსის საქალაქო სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ ბრალდებულთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე.

ბენეფიციარს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით. (თვითნებობა. სანქცია: ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე). ბრალდების მხარის მტკიცებით, ა. ბ.-მ. თავისი კუთვნილი ავტომობილი  კომპანია „სითი პარკის“ ავტოსადგომიდან თვითნებურად გაიყვანა, რითაც „სითი პარკს“  100 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძემ, ბენეფიციართან შეთნხმებით, სადავო გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სასამართლო დაარწმუნა, რომ ბრალდებული ა.ბ. უდანაშაულოდ ყოფილიყო ცნობილი.

საბოლოოდ სასამართლომ გაითვალისწინა ადვოკატის მოსაზრება სადაო საკითხთან მიმართებაში და ბენეფიციარ ა. ბ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.