Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

პრობაციონერებთან შეხვედრაზე ძალადობის საკითხები განიხილეს

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში,   2018 წლის 6 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს თანამშრომლები ლალი ეუაშვილი და ცირა ჯგერნაია  პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ბენეფიციარებს შეხვდნენ.

იურისტებმა პრობაციონერებს კამპანიის მთავარი მესიჯები მიაწოდეს. ხაზგასმით იქნა აღნშნული, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამომწვევი მთავარი მიზეზი გენდერული უთანასწორობაა. მიუხედავად გავრცელებული პოპულარული შეხედულებებისა, უმუშევრობა, სიღარიბე ან ალკოჰოლი არ იწვევს ოჯახში ძალადობას. ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტები, შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი ფაქტორები, თუმცა დადგენილია, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი გენდერული უთანასწორობაა. ქალთა მიმართ ძალადობის ეფექტურად დაძლევისთვის, აუცილებელია, რომ ვიმუშავოთ ისეთი საზოგადოებრივი ღირებულებების შექმნასა და განმტკიცებაზე, სადაც ქალები და კაცები, გოგოები და ბიჭები ოჯახისთვისაც და საზოგადოებისთვისაც თანაბრად ღირებულები და დაფასებულები არიან, სადაც ერთ სქესს არ ენიჭება პრივილეგია ან პრიორიტეტი მეორე სქესთან მიმართებით. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის აღმოფხვრა.

შეხვედრაზე წარგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ყველა სამართლებრივ საკითხს, რაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას ეხება. პრობაციონერებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა უფასო სერვისების მიღება შეუძლიათ მათ იურიდიული დახმარების სამსახურისაგან. 

შეხვედრის  ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბროშურები და სტატისტიკის ამსახველი ბარათები, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით დამზადდა.