თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მაია დადვანი, მოქალაქის მომართვის საფუძველზე ახორციელებდა მცირეწლოვანი ბავშვის დედის ს.ბ.-ს ინტერესების დაცვას. იგი მეუღლესთან, ა.ქ.-სთან განქორწინებას და ოთხი წლის შვილისთვის ალიმენტის დანიშვნას ითხოვდა.
სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია, გაეცნო მოპოვებულ მტკიცებულებებს და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი. ბ.-სა და ა.ქ.-ს შორის ქორწინება შეწყდა. ბავშვის მამას, რომელიც სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, მისი შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე, დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ლარის და სხვა იმ ხარჯების გადახდაც, რაც ბავშვის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, მკურნალობისთვის იქნება საჭირო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა. იგი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის განახლებას ითხოვდა. თუმცა სასამართლო სხდომაზე ბავშვის მამამ საჩივარი გამოიხმო და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.