Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოციალურად დაუცველი პენსიონერების მოთხოვნა დაკმაყოფილდა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი  ინგა ნოზაძე ახორციელებდა მარტოხელა პენსიონერი მოქალაქეების ე.გ. და ნ. გ.-ს   ინტერესების დაცვას სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მიმდინარე დავაში. ორივე პენსიონერი, წლების განმავლობაში,   სოციალური მომსახურების სააგენტოსგან უშედეგოდ ითხოვდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში ცალკე ოჯახებად რეგისტრაციას.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა ინგა ნოზაძემ მოიძია მტკიცებულებები, შეადგინა ადმინისტრაციული საჩივარი,  შემდგომ სარჩელი, და ბენეფიციართა ინეტრესები დაიცვა ჯერ  ადმინისტრაციულ ორგანოში, შემდგომ სასამართლოში. 

სასამართლომ  სრულად დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა სოციალური მომსახურების სააგენტოს ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების  ბათილად ცნობის,  ე. გ.-ს და ნ.  გ.-ს ცალ-ცალკე ოჯახებად შემოწმების, დეკლარაციის შედგენის და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ. სოციალური  მომსახურების სააგენტომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. თუმცა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით,  პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.