იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნოდარ იკაშვილი, სავალდებულო დაცვის წესით, ჩაერთო სოციალურად დაუცველი პირის, ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებული ო.ზ–ს საქმეში, რომელსაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
ბრალდების მხარის ვერსიით, ო.ზ, თანამზრახველთან ერთად, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დანის გამოყენებით თავს დაესხა დაზარალებულს და მას მნიშვნელოვანი თანხა წაართვა. თუმცა სასამართლოში დაკითხული მოწმეების, დაზარალებულის ჩვენებების, ვიდეოჩანაწერების და ასევე სხვა წერილობითი მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დაცვის მხარემ დაარწმუნა სასამართლო, რომ ბრალდებულთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია ყაჩაღობის ჩადენას.
სასამართლოს გადაწყვეთილებით, ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულ ო.ზ. გამართლდა. მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა გაცილებით მსუბუქ მუხლზე - სისხლის სამართლის კოდექსის 150–ე მუხლით (იძულება) გათვალისწინებულ დანაშაულზე. შესაბამისად, ბენეფიციარი გაცილებით მსუბუქ სასჯელს მიიღებს.