Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

კუბის მოქალაქეს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი სოფია ჯოლოხავა, სასამართლოში, თითქმის ორი წლის განმავლობაში იცავდა კუბის მოქალაქის -...- ინტერესებს. ბენეფიციარის განცხადებით, ის კუბაში პოლიტიკური დევნილია და საქართველოში თავშესაფარს ითხოვს, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მის საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

სოფია ჯოლოხავა დეტალურად გაეცნო საქმის მასალებს, აღმოაჩინა გარკვეული ხარვეზები, შეადგინა სარჩელი და მოუთხოვა სამინისტრო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება. ამის გარდა, ადვოკატმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებებიც წარმოადგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება და არგუმენტები. შესაბამისად, ...- თავად მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი.

შსს მიგრაციის დეპარტამენტი არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

თავშესაფრის მაძიებელს ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი.